top of page
Kitchen furniture

ლაზიერი

შენთვის შექმნილი ავეჯი

ჩვენ შესახებ

ლაზიერი ქართული ბრენდია, რომელიც 2013 წლიდან ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებულ ავეჯს ქმნის როგორც კორპორატიული კლიენტებისთვის, ასევე ფიზიკური პირებისთვის.

ევროპული სტანდარტების შესაბამისი საწარმო შეიქმნა წამყვანი გერმანული საკონსულტაციო კომპანიის LIGNUM CONSULTING ექსპერტებთან თანამშრომლობით და აღიჭურვა უახლესი იტალიური, გერმანული და ესპანური დანადგარებით (SCM Group, HOLZ-HER, Global Press). საწარმო განლაგებულია 3,500 მ²-ზე და 80 მაღალკვალიფიციურ ადგილობრივ კადრს ასაქმებს. ლაზიერის ავეჯი იქმნება მაღალი ხარისხის ხის, ქვის (კორიანი - DuPont’s Corian®, ნეოლითი - TheSize’s Neolith®), მეტალის და კომპოზიტური მასალებით (MDF, ლამინატი, HPL).

ბრენდი მუდმივად ვითარდება და ორიენტირებულია კეთილსინდისიერ და მაღალპროფესიონალურ მომსახურებაზე. დღემდე ლაზიერს 2,000-ზე მეტი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული ფიზიკური პირებისთვის და მსხვილი კერძო და საჯარო ორგანიზაციებისთვის.

ლაზიერის გრძელვადიან მისიას წარმოადგენს ბაზარზე წარმოების ქართული ხარისხის და სტანდარტის დამკვიდრება და იმპორტირებული ავეჯის ადგილობრივით ჩანაცვლება.

Lazieri Living Room Furniture.jpg
Home: About

ჩვენი პროდუქტები

ფოტოებზე წარმოდგენილია ლაზიერის მიერ შესრულებული პროექტები

ავეჯი შენი სახლისთვის

ლაზიერი დაგიმზადებს ნებისმიერი დიზაინის და კონსტრუქციული სირთულის ავეჯს შენი სახლისთვის. ჩვენი დახმარებით შენ შეგიძლია რეალობად აქციო შენი სურვილები, შეიქმნა კომფორტი და მიიღო უმაღლესი ხარისხის უნიკალური პროდუქტი, რომელიც გაუძლებს დროს. ნუ გადადებ, დაიწყე შენი ოცნების ასრულება დღესვე. დაგვიკავშირდი და მიიღე პროფესიონალთა გუნდის კონსულტაცია.

Lazieri Home Furniture.jpg
Lazieri Store Furniture.jpg

ავეჯი შენი ბიზნესისთვის

ავეჯს ეძებ შენი ოფისისთვის ან კომერციული ობიექტისთვის? ლაზიერი შექმნის ნებისმიერი სირთულის და დიზაინის ავეჯს შენი ბიზნესისთვის, რომელიც შენი ბრენდის სტილს და ხასიათს შეეფერება. ჩვენი გამოცდილი გუნდი დაგიზოგავს დროს და შეგიქმნის გარანტირებულად უმაღლესი ხარისხის პროდუქციას. ნუ დაკარგავ დროს. დაგვიკავშირდი დღესვე და მიიღე შენს მოთხოვნებზე მორგებული შეთავაზება.

ექსტერიერის და ინტერიერის მოპირკეთება

გსურს ექსტერიერის და ინტერიერის მოპირკეთება? დაგვიკავშირდი დღესვე და მიიღე ჩვენი გუნდის კონსულტაცია. ლაზიერი დაგიმზადებს გამორჩეული დიზაინის ზედაპირებს, რომელიც უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა მასალებით იქმნება. ლაზიერის მიერ შენთვის შექმნილი ექსტერიერი და ინტერიერი განსაკუთრებულად დახვეწილი და მიმზიდველი იქნება.

Exterior Interior Cladding Lazieri.jpg
Home: Products

შესრულებული პროექტების კატალოგი

შენთვის შექმნილი ავეჯი

ლაზიერის კატალოგში შეგიძლიათ გაეცნოთ კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას და იხილოთ შესრულებული პროექტების ნაწილი. მათ შორისაა ფიზიკური პირებისთვის დამზადებული სახლის ავეჯი და აქსესუარები. ასევე, კერძო და საჯარო კომპანიებისთვის შესრულებული პროექტები (სასტუმროები, სამედიცინო დაწესებულებები, ბანკების ოფისები, რესტორნები, აეროპორტები და საჯარო სივრცეები).

კონტაქტი

ფეიქართა ქ. 12, თბილისი, 0141, საქართველო

  • Facebook
  • Instagram
  • LinkedIn
Lazieri Exterior Cladding.jpg
Home: Contact
bottom of page